არქივი1 ოქტომბერი, 2024, 16:11
ჩოხატაური-ოზურგეთის გზაზე, ავარიის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა

ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
დაშავებულების კლინიკაში გადაყვანის პროცედურები მიმდინარეობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.