არქივი1 ოქტომბერი, 2024, 06:23
მედია - ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

სირიის დედაქალაქ დამასკოზე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ცხრა დაიჭრა, - ინფორმაციას სირიის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
„ისრაელელმა მტერმა ოკუპირებული სირიის გოლანის მიმართულებიდან სამხედრო თვითმფრინავებითა და დრონებით საჰაერო აგრესია დაიწყო დამასკოს რამდენიმე პუნქტის წინააღმდეგ. სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ცხრა დაშავდა“, - იუწყება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SANA.
მანამდე სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, ისრაელის თავდასხმის შედეგად ტელევიზიის ერთ-ერთი წამყვანი, საფაა აჰმედი დაიღუპა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.