ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთში ხიდი ჩაინგრა - დაღუპულია 11 ადამიანი, იძებნება 30

ჩინეთში ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაკარგულად მიჩნევა.
შენსის პროვინციის ქალაქ შანლოში მდინარეზე არსებული ხიდი პარასკევს ჩამოინგრა. მიზეზად კი მოულოდნელი ძლიერი წვიმა და წყალდიდობა დასახელდა.
სამაშველო ჯგუფებმა მდინარეში ჩავარდნილი რამდენიმე მანქანა იპოვეს და, ხელისუფლების ინფორმაციით, სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.
11 დაღუპული მდინარიდან ამოყვანილ 5 მანქანაში იპოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხიდიდან კიდევ 20 მანქანა გადავარდა.
პარასკევს პროვინციის სხვა ნაწილში წყალდიდობისა და მეწყრის გამო 5 ადამიანი დაიღუპა.
წყარო: ფორმულა

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.