ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთში გზატკეცილზე ხიდი ჩაინგრა, რის შედეგადაც, 11 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში გზატკეცილზე ხიდი ჩაინგრა, რის შედეგადაც, 11 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, გზატკეცილზე ხიდი წყალდიდობის გამო ჩაინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ავტომობილი მდინარეში აღმოჩნდა. შემთხვევა ქალაქ შანლუოში მოხდა.
ბოლო მონაცემებით, მდინარეში 5 ავტომობილი ჩავარდა და დაკარგულად 30 ადამიანი ითვლება.
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ახლა ჩინეთი წყალდიდობების მხრივ კრიტიკულ პერიოდში იმყოფება და მონიტორინგისა და გაფრთხილების სისტემების გაძლიერებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
ხელისუფლებამ შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფი გაგზავნა, რომელშიც 859 ადამიანი, 90 ავტომობილი, 20 ნავი და 41 დრონი შედის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.