არქივი29 აგვისტო, 2025, 21:11
ჩინეთში დაგეგმილ გამარჯვების აღლუმზე საქართველო არ მიიწვიეს

ჩინეთში დაგეგმილ გამარჯვების აღლუმზე საქართველო არ მიიწვიეს. სტუმრებს შორის არიან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრეზიდენტი ვაჰან ხაჩატურიანი, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკო, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამარჯვების აღლუმზე, რომელიც პეკინში 3 სექტემბერს გაიმართება, 26 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური დაესწრება.
თუმცა მიწვეულ სტუმრებს შორის არ არის საქართველო, რომელიც 2023 წელს ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი გახდა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.