დონალდ ტრამპი ჩინეთში სამხედრო აღლუმზე – იმედი ჰქონდათ, რომ ვუყურებდი და ვნახე კიდეც

ჩინეთში სამხედრო აღლუმი ძალიან შთამბეჭდავი იყო , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, პოლონეთის პრეზიდენტთან, კაროლ ნავროცკისთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მესმის მიზეზი რატომაც ჩაატარეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ვუყურებდი და ვნახე კიდეც. მე ყველა მათგანთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მომდევნო ერთი ან ორი კვირის განმავლობაში გავარკვევთ თუ რამდენად კარგია ეს ურთიერთობა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს სიტყვით გამოსვლისას აშშ უნდა ეხსენებინა.
„სი ძინპინის სიტყვით გამოსვლა ვნახე. ის ჩემი მეგობარია, მაგრამ ვფიქრობ აშშ უნდა ეხსენებინა, რადგან ჩვენ ჩინეთს ძალიან დავეხმარეთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, პეკინში დღეს, იაპონიის წინააღმდეგ და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი ჩატარდა, რომელსაც 26-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება