ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთმა კანადურ აგროპროდუქტებზე ტარიფები დააწესა

ჩინეთმა კანადურ აგროპროდუქტებზე ტარიფები დააწესა

"სავაჭრო ომს" რომელიც მეტწილად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წამოიწყო, ახალი ფრონტი აქვს: ჩინეთმა $2.6 მილიარდის ღირებულების კანადურ პროდუქციას, მათ შორის, აგრონაწარმსაც, - სოფლის მეურნეობისა და სასურსათო პროდუქტებს, ტარიფები დაუწესა, მანამდე, გასულ წელს ოქტომბერში ოტავამ ახალი სატარიფო პოლიტიკა აამოქმედა ჩინურ ელექტრომობილებზე, ფოლადისა და ალუმინის პროდუქტებზე. კანადამ ჩინური ელექტრომობილების იმპორტი 100%-ით დაბეგრა, ლითონისა და ალუმინის პროდუქტების იმპორტზე კი 25%-იანი ტარიფი დააწესა.
ჩინეთი კანადური პროდუქტის იმპორტზე ტარიფებს 20 მარტიდან აამოქმედებს.
ტარიფები არ გავრცელდება კანოლაზე, რომელიც ჩინეთში კანადის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია, რაც, შესაძლოა, მიუთითებდეს ჩინეთის მზაობაზე, სავაჭრო მოლაპარაკებები გამართოს.
100%-იანი ტარიფი კანოლას ზეთისა და ბარდის იმპორტზე გავრცელდება, ხოლო 25%-იანი გადასახადი დაწესდება კანადური აკვაკულტურისა და ღორის ხორცის პროდუქტების იმპორტზე.
ჩინეთი, აშშ-ის შემდეგ, კანადის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2024 წელს ჩრდილოეთ ამერიკის ამ ქვეყნიდან ჩინეთში $47 მილიარდის ღირებულების პროდუქცია გაიგზავნა.
"კანადის მიერ გატარებული ზომები სერიოზულად არღვევს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წესებს, წარმოადგენს პროტექციონიზმის ტიპურ აქტს და ატარებს დისკრიმინაციულ ზომებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ვნებს ჩინეთის ინტერესებსა და უფლებებს", - ნათქვამია ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.