ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფს აორმაგებს, მექსიკურ და კანადურ პროდუქტებზე კი 25 %-იანი ტარიფები დღეიდან შედის ძალაში

დონალდ ტრამპი ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფს აორმაგებს, მექსიკურ და კანადურ პროდუქტებზე კი 25 %-იანი ტარიფები დღეიდან შედის ძალაში

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე 25%-იანი ტარიფები დაგეგმილისამებრ სამშაბათიდან შევა ძალაში.
მისი თქმით, ამ ორ ქვეყანასთან, ტარიფების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებებისთვის „ადგილი აღარ დარჩა“.
„ადგილი აღარ დარჩა მექსიკისთვის, ან კანადისთვის. მოგეხსენებათ, ყველაფერი დადგენილია. ისინი ძალაში ხვალ შევა. 25 პროცენტიანი ტარიფი კანადისთვის და 25 პროცენტიანი - მექსიკისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მან ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინურ საქონელზე ტარიფის გაორმაგებას, 10%-დან 20%-მდე გაზრდას, ითვალისწინებს.
„დავადგინე, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ არ გადადგა ადეკვატური ნაბიჯები უკანონო ნარკო კრიზისის შესამსუბუქებლად და რომ 14195 აღმასრულებელი ბრძანებით აღწერილი კრიზისი არ შემცირებულა“, - აღნიშნულია ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.