ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთმა და ირანმა გაეროში აფხაზეთსა და ცხინვალიდან დევნილების დაბრუნების რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს

ირანმა, ჩინეთის მსგავსად, რომელიც საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორია, გაეროში მხარი არ დაუჭირეს აფხაზეთსა და ცხინვალიდან დევნილების დაბრუნების რეზოლუციას.
გუშინ, 2024 წლის 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. მათ შორის პირველად დაუჭირა მხარი სომხეთმა. 9 ქვეყანამ ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 52 ქვეყანა კენჭისყრას არ ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი ბოლო ვიზიტით სწორედ ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებოდა. ადგილობრივ მედიას კი ის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილში აერია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.