ჩინეთმა გაეროში მხარი არ დაუჭირა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციას
2024 წლის 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 64 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
რეზოლუციას მხარი 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა, მათ შორის პირველად დაუჭირა მხარი სომხეთმა. 9 ქვეყანამ ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 52 ქვეყანა კენჭისყრას არ ესწრებოდა.
რაც შეეხება საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთს, ის კენჭისყრას არ დაესწრო და შესაბამისად რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.