ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ იაპონიას დაეხმაროს

ჩინეთი მზად არის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ იაპონიას დაეხმაროს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვანგ ვენბინმა განაცხადა, რომ იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჩინეთის მოქალაქეები არ დაშავებულან.
ვანგ ვენბინის ცნობით, გუშინ, ტოკიოს ჰანედას აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახების დროს იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავში 14 ჰონგ-კონგელი ტურისტი იმყოფებოდა და მათ ჩინეთის საელჩო უკვე დაუკავშირდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.