ჩინეთი მზადაა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად ითანამშრომლოს - ვანგ იი
ჩინეთი მზადაა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად ითანამშრომლოს - ვანგ იი
ჩინეთი მზადაა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად ითანამშრომლოს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ ესპანეთში ვიზიტისას განაცხადა. ის ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესსა და ესპანეთის მეფეს, ფელიპე VI-ს შეხვდა.
მისი თქმით, ჩინეთი მრავალპოლარულ სისტემაში ევროკავშირს მნიშვნელოვან ძალად განიხილავს და მზადაა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ინკლუზიური ეკონომიკური გლობალიზაციის მხარდასაჭერად ითანამშრომლოს.
„იქამდე, სანამ ჩინეთი და ევროკავშირი თანამშრომლობას გააძლიერებენ, ბლოკებს შორის დაპირისპირება არ წარმოიქმნება“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.