ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი მზადაა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად ითანამშრომლოს

ჩინეთი მზადაა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად ითანამშრომლოს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ ესპანეთში ვიზიტისას განაცხადა.
„იქამდე, სანამ ჩინეთი და ევროკავშირი თანამშრომლობას გააძლიერებენ, ბლოკებს შორის დაპირისპირება არ წარმოიქმნება“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ.
ვანგ იიმ აღნიშნა, რომ ჩინეთი მრავალპოლარულ სისტემაში ევროკავშირს მნიშვნელოვან ძალად განიხილავს და მზადაა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ინკლუზიური ეკონომიკური გლობალიზაციის მხარდასაჭერად ითანამშრომლოს.
მისივე თქმით, ჩინეთი ევროკავშირის ინტეგრაციას, განვითარებას, ზრდასა და სტრატეგიული ავტონომიის მიღწევას მხარს უჭერს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესსა და ესპანეთის მეფეს, ფელიპე VI-ს შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.