ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთი ისრაელს რაფაჰში სამხედრო ოპერაციის სწრაფად დასრულებისკენ მოუწოდებს

ჩინეთი ისრაელს რაფაჰში სამხედრო ოპერაციის სწრაფად დასრულებისკენ მოუწოდებს. „ჩინეთი რაფაჰში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს, იგი ეწინააღმდეგება და გმობს ქმედებებს, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ზიანს აყენებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს“, - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„რაფაჰში უფრო სერიოზული ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია რაც შეიძლება მალე უნდა შეწყვიტოს და უდანაშაულო სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად ყველა ღონე უნდა გამოიყენოს“, - აღნიშნავს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ რაფაჰში სპეცოპერაცია განახორციელა, რის შედეგადაც „ჰამასის“ ტყვეობიდან 2 მძევალი გაათავისუფლა.
„ჰამასის“ ცნობით, რაფაჰში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 100-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.