არქივი29 მაისი, 2024, 14:37
ჩინეთი დიდი ხანია, ცდილობს გავლენა ჰქონდეს მსხვილ უცხოურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე - NATO ანაკლიაზე
NATO–ში ეხმიანებიან ქართული მხარის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ჩინური კომპანია ააშენებს.
როგორც "აქცენტს" NATO–ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა, "დაგეგმვის გადაწყვეტილებები საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა, მაგრამ ცნობილია, რომ ჩინეთი დიდი ხანია, ცდილობს გავლენა ჰქონდეს მსხვილ უცხოურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე".
"შავი ზღვა NATO–სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონად რჩება", – დასძინა მან.
ვრცლად accentnews.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.