ჩინეთი და რუსეთი იაპონიისა და ოხოტის ზღვებში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

ჩინეთი და რუსეთი სექტემბერში იაპონიისა და ოხოტის ზღვებში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს „ჩრდილოეთი, ურთიერთქმედება - 2024“-ს ჩაატარებენ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
„ჩინური და რუსული მხარეების წლიური გეგმისა და შეთანხმებების შესაბამისად, რუსეთის შეიარაღებული ძალები სექტემბერში გაგზავნის საზღვაო ძალებსა და საჰაერო ძალებს წვრთნებში: „ჩრდილოეთი, ურთიერთქმედება - 2024“ - მონაწილეობის მისაღებად, რომელიც იაპონიისა და ოხოტის საზღვაო წყლებსა და საჰაერო სივრცეში ჩატარდება",- აღნიშნულია ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განმარტებით, „ამ წვრთნების მიზანია ჩინეთისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დონის გაღრმავება და უსაფრთხოების საფრთხეებზე ერთობლივი რეაგირების უნარის გაძლიერება“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.