ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი ჩინეთის საგარეო მინისტრს - რუსეთი და ჩინეთი ერთად იცავენ სამართლიანი მსოფლიო წესრიგის პრინციპებს

ვლადიმერ პუტინი ჩინეთის საგარეო მინისტრს - რუსეთი და ჩინეთი ერთად იცავენ სამართლიანი მსოფლიო წესრიგის პრინციპებს

რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები მრავალი წლის განმავლობაში ორმხრივად სასარგებლოა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან შეხვედრაზე განაცხადა.
„რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობა და სტრატეგიული ურთიერთობები მრავალი წლის განმავლობაში ორმხრივად სასარგებლოა და 2 ოქტომბერს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური კავშირების დამყარების 75 წლის იუბილეს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მოსკოვი და პეკინი „ერთად იცავენ სამართლიანი მსოფლიო წესრიგის პრინციპებს“, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე, სუვერენიტეტსა და თანასწორობაზე და ამ მიდგომას ასევე მხარს უჭერენ გლობალური სამხრეთის ქვეყნები.
ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს BRICS-ის სამიტზე ელოდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.