ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება - "ძალისხმევა ჩვენც გავიღეთ"

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინმა განაცხადა, რომ ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის 2-კვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება.
მისივე განცხადებით, ჩინეთმა მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად "საკუთარი ძალისხმევაც გაიღო" და აღნიშნა, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ შესაბამისი ქვეყნების კოლეგებთან 26 სატელეფონო საუბარი გამართა.
მაოს თქმით, ჩინეთი აშშ-ირანს შორის პაკისტანისა და სხვა მხარეების მხრიდან "შუამავლობის ძალისხმევებს მომავალშიც დაუჭერს მხარს".
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა AFP-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ ირანს კულისებში ჩინეთმაც მოუწოდა. მსგავსი ინფორმაცია 3 ირანელ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა New York Times-მაც.
რა ვიცით აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.