არქივი8 აპრილი, 2026, 21:10
კობახიძე: მივესალმებით განცხადებას აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
საქართველო მიესალმება განცხადებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დადებითად აფასებს ეფექტიანი მედიაციის ძალისხმევას, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს დეესკალაციას და წაახალისებს დიპლომატიური ჩართულობის გაგრძელებას, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.