ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე 34%-იან, საპასუხო ტარიფებს აწესებს

ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე 34%-იან, საპასუხო ტარიფებს აწესებს

ჩინეთმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე 34%-იან, საპასუხო ტარიფებს დააწესებს, - ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საპასუხო ტარიფები 10 აპრილიდან შევა ძალაში.
„აშშ-ის ეს პრაქტიკა არ შეესაბამება საერთაშორისო სავაჭრო წესებს, სერიოზულად უთხრის ძირს ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს და ტიპური ცალმხრივი ბულინგის პრაქტიკაა“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა სახის ჩინურ საქონელზე დამატებითი 34%-იანი ტარიფები გამოაცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.