ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთი არგენტინას აფრთხილებს, რომ კავშირის გაწყვეტა "სერიოზული შეცდომა" იქნება

ჩინეთი აცხადებს, რომ არგენტინის მხრიდან პეკინთან კავშირის გაწყვეტა დიდი შეცდომა იქნება. ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მემარჯვენე ლიბერტარიანელმა ხავიერ მილეიმ გაიმარჯვა. მან თქვა, რომ "კომუნისტებთან" თანამშრომლობას არ აპირებს.
არგენტინის არჩეულმა პრეზიდენტმა ჩინეთი და ბრაზილია გააკრიტიკა. ეს ორი ქვეყანა არგენტინის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. რამდენიმე თვის წინ მილეიმ ჩინეთის მთავრობას "მკვლელი" უწოდა, ჩინელ ხალხზე კი თქვა, რომ ის არაა თავისუფალი.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მაო ნინგმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არგენტინასთან ურთიერთბებისთვის ახლა კარგი მომენტია და “ძალიან სერიოზული შეცდომა” იქნება არგენტინისთვის, თუკი ის ჩინეთან და ბრაზილიასთან კავშირს გაწყვეტს.
მილეის მხრიდან ჩინეთის კრიტიკა განსხვავდება ყოფილი პრეზიდენტის, ალბერტო ფერნანდესის პოზიციისგან, რომელიც თანამშრომლობის პირობას დებდა. ის გასულ თვეში ჩინეთს ეწვია კიდეც და პეკინს არგენტინის "ნამდვილი მეგობარი" უწოდა. ფერნანდესი ჩინეთთან თანამშრომლობის პირობას "დიდი ოცეულისა" და "ბრიქსის" ბლოკის ქვეყნების პარტნიორობის ფარგლებშიც დებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.