მედია – თურქეთი ისრაელს აფრთხილებს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე „ჰამასის“ წევრებზე თავდასხმას სერიოზული შედეგები მოჰყვება

თურქეთის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებმა ისრაელელი კოლეგები გააფრთხილეს, რომ თუ ისინი შეეცდებიან თურქეთის ტერიტორიაზე „ჰამასის“ წევრებს თავს დაესხან, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
სააგენტო ციტირებს ოფიციალურ პირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ თურქეთმა საკუთარ ტერიტორიაზე უცხოური ორგანიზაციების წევრების უკანონო საქმიანობა აღკვეთა და რომ არცერთ უცხოურ სადაზვერვო სააგენტოს არ აქვს უფლება, თურქეთის ტერიტორიაზე ოპერაციები განახორციელოს.
ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა, რონენ ბარმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან გაანადგურონ „ჰამასი“ ნებისმიერ ტერიტორიაზე, მათ შორის ლიბანში, თურქეთსა და კატარში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ