ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი - ნატო-ს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს და უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს

ნატო-ს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს და უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს, - ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერი, ლინ ჯიანი ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ჩინეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერას შედეგები უნდა მოჰყვეს, თუ ის თავის ქცევას არ შეცვლის.
„ჩვენ ნატო-ს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს, ცეცხლზე ნავთი არ დაასხას და კონფლიქტი არ გააღვივოს, არამედ უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს“, - განაცხადა ლინ ჯიანმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩინეთის ობიექტურ, მიუკერძოებელ პოზიციასა და კონსტრუქციულ როლს აღიარებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.