ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ საქართველოს ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებაზე მიიწვევს, მთავრობას პოზიციების გადახედვისკენ მოვუწოდებთ - ო'ბრაიენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს (ჯიმ) ო'ბრაიენი აცხადებს, რომ აშშ სხვა პარტნიორებთან ერთად საქართველოსაც მიიწვევს ნატო-ს პარტნიორობის მომდევნო ღონისძიებებზე.
"აშშ-მ გადაწყვიტა, საქართველო მიიწვიოს ნატოს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად", - თქვა მან და დაამატა, რომ "ძალიან აწუხებთ" მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ლიდერების "ძალიან მცირე რაოდენობის გადაწყვეტილებები და რიტორიკა".
ო'ბრაიენი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის 85%-ს სურს ევროკავშირსა და ნატო-ში შემდგომი ინტეგრაცია.
"როგორც საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ისინი მოელიან, რომ მათი ბოლო ქმედებები ამას საფრთხეს არ შეუქმნის. ჩვენ შევეცადეთ ძალიან მკაფიოები ვყოფილიყავით და დღეს, უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ძალიან ნათლად თქვა: ბოლოდროინდელი ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვზე დაფუძნებული „უცხოური აგენტების კანონი“, ახალი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება - ეს ყველაფერი აშშ-სა და ევროკავშირზე დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან შეუთავსებელია.
მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს და ჩვენ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გადახედვას გავაგრძელებთ", - თქვა მან.
2024 წლის 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.
კანონს ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა.
პროტესტი გრძელდება.
კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.