ჩინეთის საგარეო უწყება: -ს მოვუწოდებთ, გრენლანდიასთან დაკავშირებით საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების საბაბად ე.წ. ჩინური საფრთხის გამოყენება შეწყვიტოს

ჩინეთმა არაერთხელ გამოხატა პოზიცია გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით და შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების საბაბად ე.წ. ჩინური საფრთხის გამოყენება შეწყვიტოს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გუო ძიაკუნმა განაცხადა.

მისი თქმით, გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართალი არსებული საერთაშორისო წესრიგის საფუძველია და ის დაცული უნდა იყოს.

ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ამის შესახებ -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა. შეგახსენებთ, ტრამპმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ გრენლანდიის საკითხის ირგვლივ უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ „გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს