ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი: გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა

დონალდ ტრამპი: გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა

გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსში CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, შეთანხმება გრენლანდიის აშშ-ის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს თუ არა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ეს რთული საკითხია“.

„ამას მოგვიანებით განვმარტავთ, მაგრამ ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ვსაუბრობთ. ეს ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, შეთანხმება, „ფაქტობრივად, კონცეფციას წარმოადგენს“.

ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, დანიამ შეთანხმებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

„ვვარაუდობ, რომ ეს გააკეთეს, რადგან რუტე მათ წარმოადგენს. ის ძლიერი ლიდერია და ვფიქრობ, მათ ესაუბრება. ის ყველასთან საუბრობს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.