ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი სამართლიანობისა და არაბი ძმების, მათ შორის ლიბანის მხარეს დგომას გააგრძელებს

ჩინეთი სამართლიანობისა და არაბი ძმების, მათ შორის ლიბანის მხარეს დგომას გააგრძელებს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ ნიუ-იორკში ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბდალა ბო ჰაბიბთან შეხვედრაზე განაცხადა.
„რეგიონული სიტუაციის განვითარებას თვალს ყურადღებით ვადევნებთ, განსაკუთრებით ლიბანში საკომუნიკაციო მოწყობილობების ბოლოდროინდელ აფეთქებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განურჩეველ შეტევებს ვგმობთ“, - განაცხადა ვანგ იიმ.
ვანგ იიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორც არ უნდა შეიცვალოს სიტუაცია, ჩინეთი „სამართლიანობისა და არაბი ძმების, მათ შორის ლიბანის მხარეს დგომას“ გააგრძელებს.
მისივე თქმით, ჩინეთი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევასა და ჯარების გაყვანას მხარს უჭერს, რათა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა განხორციელდეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.