ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვენაში ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვენაში ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ცნობით, ბრატისლავაში ვიზიტის შემდეგ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ალექსანდრ შალენბერგს ვენაში შეხვდა.
„უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, „მშვიდობის ფორმულისა“ და პროგრამის „მარცვლეული უკრაინიდან“ განხორციელებაში ავსტრიის მხარდაჭერას ვაფასებ“, - წერს ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში.
სიბიგამ აღნიშნა, რომ სლოვაკეთის დედაქალაქში ვიზიტის შემდეგ მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მიემგზავრებოდა.
შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის მეზობელ სახელმწიფოებში რეგიონულ ტურს მართავს. რეგიონული ტურის ფარგლებში მისი პირველი ვიზიტი რუმინეთში შედგა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.