ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვრცელი მასალა ორგანიზაცია NED-ზე, რომელიც დახასიათებულია, როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები,“ რომელიც დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვრცელი მასალა ორგანიზაცია NED-ზე, რომელიც დახასიათებულია, როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები,“ რომელიც დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშს ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) მოქმედებს, როგორც აშშ-ის ხელისუფლების “თეთრი ხელთათმანები”, რომელიც დიდი ხანია დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლების დამხობით.
“ამერიკული დონორი ორგანიზაცია National Endowment for Democracy რამდენიმე ხნის წინ ჩვენი ხელისუფლების განხილვის და კრიტიკის ობიექტი იყო, საქართველოში გაცემული გრანტების გაუმჭვირვალობის გამო.
ახლახან ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვრცელი მასალა ამ ორგანიზაციაზე, რომელიც დახასიათებულია, როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები,“ რომელიც დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით და ა.შ.
მასალა საკმაოდ ვრცელია და აქ შეგიძლიათ გაეცნოთ, ვფიქრობ ღირს გაცნობა. საკუთარი თავის აღწერაში NED-ს უწერია, რომ ის “ეხმარება დემოკრატიებს დახურულ საზოგადოებებში,” ანუ თავად განსაზღვრავს თუ რომელი საზოგადოებაა დახურული, რომ იქ სიტუაცია გამოასწოროს..
პირველივე კომენტარში იხილეთ NED-ს მიერ ბოლო წლებში საქართველოში გაცემული გრანტები და თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ თუ ვინ და რისთვის ღებულობს გრანტს და რამდენად ამომწურავია ინფორმაცია. საინტერესოა, ისიც, რომ NED საქართველოს რატომღაც არა ევროპას, არამედ ევრაზიის რეგიონს მიაკუთვნებს.”- წერს ზაალ ანჯაფარიძე.
ამ თემაზე:
NED-მა საქართველოში 21-ე საუკუნის დასაწყისში დააფინანსა სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, რათა მოეწყო დემონსტრაციები ქვეყნის დედაქალაქ თბილისში

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.