ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აშშ ჩინეთის მხრიდან ბირთვული საფრთხის შესახებ ნარატივს ავრცელებს

აშშ ჩინეთის მხრიდან ბირთვული საფრთხის შესახებ ნარატივს ავრცელებს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩინეთი შეშფოთებულია ცნობებით იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-მა ბირთვული სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა, რომელიც ჩინეთის ბირთვული არსენალის სწრაფ გაფართოებაზეა ორიენტირებული.
„აშშ ჩინეთის მხრიდან ბირთვული საფრთხის შესახებ ნარატივს ავრცელებს, სტრატეგიული უპირატესობის მოსაპოვებლად გასამართლებელ მიზეზებს ეძებს და ფაქტები ადასტურებს, რომ აშშ ბოლო წლებში ე.წ. ჩინეთის ბირთვული საფრთხის თეორიას მუდმივად აღვივებს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მანამდე New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საიდუმლო ბირთვული სტრატეგიის გეგმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაამტკიცა და მისი მიზანი ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის შესაძლო კოორდინირებული ბირთვული გამოწვევების წინააღმდეგ აშშ-ის მომზადებაა.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენის მიერ დამტკიცებული ბირთვული სტრატეგიული გეგმა ერთი ქვეყნის ან საფრთხის მიმართ პასუხს არ წარმოადგენს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.