არქივი29 აპრილი, 2025, 16:53
ჩინეთის ერთ-ერთ რესტორანში ხანძარს 22 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ქალაქ ლიაოინაში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში გაჩენილი ხანძრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა, - ინფორმაციას Associated Press-ი ჩინეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ხელისუფლება პირობას დებს, რომ მიზეზებს გამოიძიებენ და დამნაშავეებს მკაცრად დასჯიან.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. ადგილზე 22 სახანძრო მანქანა და 85 მეხანძრე იყო მობილიზებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.