ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში შეყვანისას.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.