არქივი4 იანვარი, 2025, 14:26
ჩინეთის აგრობაზარში ხანძარი გაჩნდა - არის მსხვერპლი

ჩინეთში, ბოსტნეულის ბაზარში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 15 ადამიანი - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიაზე CCTV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ჩინეთის ქალაქ ჟანჯიაკუში გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.