დონალდ ტრამპის ლას-ვეგასის სასტუმროსთან Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა, არის მსხვერპლი

ლას-ვეგასში, Trump Hotel-ის წინ საწვავით და ფეიერვერკით სავსე Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, Cybertruck-ი კოლორადოში დაიქირავეს და ქალაქში აფეთქებამდე ორი საათით ადრე ჩაიყვანეს. ის სასტუმროს წინ, შუშის შესასვლელთან იყო გაჩერებული.
-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი თვალყურს ადევნებდა ინციდენტს და სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ არსებობს თუ არა რაიმე შესაძლო კავშირი Cybertruck-ის აფეთქებასა და ნიუ ორლეანში მომხდარ თავდასხმას შორის.
ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის შერიფმა, კევინ მაკმეჰილმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, იყო თუ არა ეს ინციდენტი დაკავშირებული ნიუ ორლეანში მომხდართან. მისი თქმით, ისინი ასევე იძიებენ, შეიძლება თუ არა ეს დაკავშირებული იყოს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც სასტუმროს ფლობს, ან Tesla-ს მფლობელ ილონ მასკთან.
ამასთან, გამოძიების ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, რომ მუშაობენ იმის გასარკვევად, იყო თუ არა მომხდარი ტერორისტული აქტი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა