ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ჩინეთთან “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, ეს არ ვიცი რას ნიშნავს, მე ნუ მკითხავთ” – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა Chatham House-ის ღონისძიებაზე ჩინეთზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა:
“ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში. ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, მაგრამ ეს უფრო და უფრო აქტიური გახდა. ახლა “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი რას ნიშნავს ეს, მე ნუ მკითხავთ. და ჩვენ, ასევე, გუშინ ჩინეთთან უვიზო რეჟიმი მივიღეთ. გარდა ამისა ჩინეთი საქართველოში აქტიურია ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტში, ვინაიდან იაფია, პატივს არ სცემს ბევრ კანონსა და შრომის უფლებებს, მაგრამ ეს იმიტომაც ხდება, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნაკლებად არიან ჩართულები”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.