ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბიშვილი: არ მკითხოთ, არ ვიცი, რას ნიშნავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა

ჩინეთი უფრო აქტიურდება საქართველოში. ეს ბოლო წლების განმავლობაში გრძელდება. ახლა სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ არ მკითხოთ, არ ვიცი, ეს რას ნიშნავს და მხოლოდ გუშინ ჩვენ მივიღეთ სიახლე უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილების შესახებ. ამის მიღმა, ჩინეთი აქტიურად არის ჩართული ბევრ ინფრასტურქტურულ პროექტში, რადგან იაფია და პატივს არ სცემს ბევრ კანონსა და შრომის უფლებას. ამასთან, ეს იმიტომაც ხდება, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნაკლებად არიან ჩართული და ჩვენ მათგან მეტი ჩართულობა გვჭირდება დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ერთ-ერთი მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს საკითხია, რომელსაც ჯერ არ შევხებივარ – ანაკლიის პორტი. მას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, შავი ზღვის უსაფრთხოება ალბათ ის საკითხია, რომელიც ყველას უნდა გვაღელვებდეს მომავლისთვის. შავ ზღვაზე საქართველოს სანაპირო არსებითი მნიშვნელობის არის, რათა რუსეთს ექსკლუზივი არ ჰქონდეს შავი ზღვის თანამშრომლობაზე, ვაჭრობაზე და ნებისმიერი რამეში, რაც შავ ზღვაში შესაძლოა მომავალში მოხდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.