არქივი26 ოქტომბერი, 2025, 18:26
"ჩვენ შენ გვერდით ვართ საქართველო" - ქართველი ფანის მიმართვა კეტი პერის და ფართო აუდიტორიას და ვარსკვლავის პასუხი: რა მოხდა ბერლინში (ვიდეო)

ბერლინში კეტი პერის კონცერტზე ქართველ ფანს მიკროფონში სიტყვის თქმის შესაძლებლობა მიეცა, რა დროსაც მან საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
- "მე ვარ საქართველოდან და ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ დემოკრატიისთვის, მშვიდობისა და თანასწორობისთვის. ამჟამად ჩვენი ხელისუფლება პრორუსულია და ჩვენ ვაპროტესტებთ ყოველ დღე. მშვიდობიანი პროტესტის გამო მეც დამაკავეს", - თქვა მომღერლის ქართველმა ფანმა.
ამას კეტი პერისგან მაშინვე მოჰყვა რეაქცია და თქვა, რომ საქართველოს გვერდით დგანან.
"ჩვენ შენს გვერდით ვართ საქართველო, იმიტომ რომ გვჯერა დემოკრატიის", - თქვა სცენაზე მომღერალმა.
ნახეთ ვიდეო, რომელიც ევროპელი დემოკრატების ფეისბუქ გვერდზეც გამოქვეყნდა:
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.