“ვერ ვიფიქრებდი, რომ მიკროფონს მომცემდა… მივხვდი, ჩემი ქვეყნის ადვოკატად უნდა ვქცეულიყავი” – ვინ არის ქართველი ბიჭი კეტი პერის კონცერტიდან?

ამე­რი­კე­ლი პოპ-ვარ­სკვლა­ვის, კეტი პე­რის, “The Lifetimes Tour”-ის ბერ­ლი­ნის კონ­ცერ­ტი ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის­თვის და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის აღ­მოჩ­ნდა. 22 წლის გი­ორ­გი ბრეგ­ვა­ძემ – ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­მა თბი­ლი­სი­დან – წინა რი­გებ­ში დგო­მის ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა არა მხო­ლოდ აიხ­დი­ნა, არა­მედ ეს შან­სი მსოფ­ლი­ოს­თვის სა­ქარ­თვე­ლოს აქ­ტუ­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­სახ­მა­უ­რებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა.
გი­ორ­გიმ მომ­ღე­რალს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ამ­ცნო, რის შემ­დე­გაც ქეთი პე­რიმ სცე­ნი­დან მთე­ლი მსოფ­ლი­ოს გა­სა­გო­ნად გა­ნა­ცხა­და: “სა­ქარ­თვე­ლო, ჩვენ შენ გვერ­დით ვდგა­ვართ! ჯერ კი­დევ გვჯე­რა დე­მოკ­რა­ტი­ის.“
– თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ, ვმუ­შა­ობ, ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ. უკვე ექ­ვსი წე­ლია რაც ემიგ­რან­ტებ­თან ვმუ­შა­ობ. ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაგ­რო­ვებ­დი ფულს, რომ ამ კონ­ცერ­ტზე წავ­სუ­ლი­ყა­ვი და წინა რი­გებ­ში დავ­მდგა­რი­ყა­ვი, ამით, ჩემი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა ამეხ­დი­ნა, მე­ნა­ხა ქეთი პერი.
ბავ­შვო­ბი­დან მისი ფანი ვარ. მე­ო­თხე კლას­ში რომ ვი­ყა­ვი, სკო­ლა­ში მას­ზე გა­ვა­კე­თე პრე­ზენ­ტა­ცია და მახ­სოვს, ბავ­შვებ­მა ულ­ვა­შე­ბი რომ მი­ა­ხა­ტეს, ძა­ლი­ან მე­წყი­ნა. ისე არ და­ვი­ძი­ნებ­დი მისი კლი­პე­ბი რომ არ მე­ნა­ხა. ჩემ­თვის ღმერ­თთან შეხ­ვედ­რა­სა­ვით იყო.
– რო­გორ შე­ძე­ლით ქეთი პე­რის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბა და რო­გორ მოგ­ცათ მან მიკრო­ფო­ნი?
– და­გეგ­მი­ლი არ მქო­ნია, მაგ­რამ მისი იმ­დე­ნად “სტა­ჟი­ა­ნი“ გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ, რომ ვი­ცო­დი ორი ბი­ლე­თი უნდა მე­ყი­და, რომ ახ­ლოს ვმდგა­რი­ყა­ვი მას­თან. ასე­ვე ვი­ცო­დი, რომ ინ­ტე­რაქ­ცია ჰქონ­და ფა­ნებ­თან, რომ­ლებ­საც ეც­ვათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჩაც­მუ­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლით ავა­წყე ეს ჩაც­მუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ახ­ლოს იყო მის სიმ­ღე­რას­თან “peacock” (“ფარ­შე­ვან­გი”). ფარ­შე­ვან­გის ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი მი­ვე­დი კონ­ცერ­ტზე, რომ მარ­ტი­ვად თვალ­ში სა­ცე­მი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ამა­ვე დროს ვი­დე­ქი წინა რი­გებ­ში და მე­კა­ვა პლა­კა­ტი, სა­დაც ეწე­რა, “მხო­ლოდ იმი­ტომ მო­ვე­დი, რომ ჩაგ­ხუ­ტე­ბო­დი”. ეს რომ და­ი­ნა­ხა ქე­თიმ, მი­თხრა, თუ ჩა­ხუ­ტე­ბა გინ­და, მო­ვალ და ჩა­გე­ხუ­ტე­ბიო, ამით და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი.
გარ­და ამი­სა, ვი­ცო­დი, რომ ერთ-ერთი სიმ­ღე­რის “last friday night” პერ­ფორ­მან­სის დროს, ერთ-ერთ გულ­შე­მატ­კი­ვარს არ­თმევ­და ტე­ლე­ფონს და ამით იღებ­და. სწო­რედ იმ ად­გი­ლას დავ­დე­ქი, სა­დაც ვი­ცო­დი, რომ ფანს ტე­ლე­ფონს გა­მო­არ­თმევ­და. სწო­რედ მე ვი­ყა­ვი ის ბიჭი, ვი­საც იმ ღა­მით ტე­ლე­ფო­ნი გა­მო­არ­თვა.
ვრცლად იხილეთ: ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო