,,ჩვენ ღირსები ვართ დავიტანჯოთ დიფსთეითის ჯოჯოხეთში” – მაია ბუწაშვილი

,,ჩვენ ღირსები ვართ დავიტანჯოთ დიფსთეითის ჯოჯოხეთში” – მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი:
,,ვინც თვლის, რომ აქციებზე დაკავებული ხალხი სამართლიანად გაუშვეს ციხეში, ზუსტად ასეთ სამართალს ვუსურვებ მთელი ცხოვრების მანძილზე, ყველგან და ყველაფერში.
ვინც თვლის, რომ საქართველოს მომავალი არ არის ევროპაში, რომ ევროპა გვრყვნის და რუსეთი არა, მთელი გულით ვუსურვებ, მთელი ცხოვრება ასე “შეურყვნელად” გაეტარებინოს რუსეთში და მხოლოდ რუსი ტურისტების ყურებაში.
ვინც თვლის, რომ ევროპა და ამერიკა დიფსთეითის გავლენის ქვეშაა და ამის ეშინია, ვუსურვებ, რომ არასოდეს გამოეცადოს ეს შიში და მშვიდად ეცხოვროს ქართული და რუსული ეკონომიკის, ჯანდაცვის, ტურიზმის, მეცნიერების და განათლების ფუფუნებაში.
ჩვენ კი, დანარჩენებს, ნუ გვიფრთხილდებით, ღირსები ვართ დავიტანჯოთ დიფსთეითის ჯოჯოხეთში – გარყვნილები, ევროპული სასამართლოს მიერ დაჩაგრულები, დასავლური განათლების, ჯანდაცვის და მეცნიერების იმედად. ჯანდაბას ჩვენი თავი.“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება