ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტუსკი - პოლონეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს, ჩვენ ლოგისტიკაზე ვართ პასუხისმგებელი - ევროპა მოქმედებისთვის მზად არის, თუმცა ნაკლებად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი რუსეთის ქცევის მიმართ

დონალდ ტუსკი - პოლონეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს, ჩვენ ლოგისტიკაზე ვართ პასუხისმგებელი - ევროპა მოქმედებისთვის მზად არის, თუმცა ნაკლებად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი რუსეთის ქცევის მიმართ

პოლონეთი უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„როგორც ეს არაერთხელ აღვნიშნეთ, პოლონეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. ამის გაკეთებას არც ომის დასრულების შემდეგ ვგეგმავთ“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მისი თქმით, პოლონეთს სხვა დავალება აქვს.
„ჩვენ ლოგისტიკაზე ვართ პასუხისმგებელი. როგორც იცით, პოლონეთი ყველაზე დიდი ჰაბია, სადაც უკრაინისთვის დახმარების ორგანიზება ხდება. ეს თავისთავად საკმარისი და განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანაა“, - აღნიშნა ტუსკმა.
ამასთან, ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შანსები მცირეა.
„ევროპა მოქმედებისთვის მზად არის, თუმცა ნაკლებად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი რუსეთის ქცევის მიმართ. ჩვენ მოქმედებას გავაგრძელებთ“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.