ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ჩვენ უნდა შევაჩეროთ მკვლელობები. ჩვენი მთავარი მიზანი უკრაინასა და მთელ ევროპაში საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობაა"

"ჩვენ უნდა შევაჩეროთ მკვლელობები. ჩვენი მთავარი მიზანი უკრაინასა და მთელ ევროპაში საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობაა"
"ჩვენი მთავარი მიზანი უკრაინასა და მთელ ევროპაში საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა თითოეულმა შეხვედრამ ამ შედეგთან დაგვაახლოოს. გვესმის, რომ არ უნდა ველოდოთ, რომ პუტინი აგრესიას და დაპყრობის ახალ მცდელობებს ნებაყოფლობით შეცვლის. სწორედ ამიტომ უნდა იყოს ერთობლივი ზეწოლა აშშ-სა და ევროპის, ასევე მსოფლიოში ყველას მხრიდან, ვინც სიცოცხლის უფლებასა და საერთაშორისო წესრიგს პატივს სცემს.
ჩვენ უნდა შევაჩეროთ მკვლელობები - მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ამისთვის და საბოლოოდ, საიმედო და ღირსეული მშვიდობისთვის მუშაობენ. პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის წინ ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, ევროკომისიის ლიდერებთან და NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად ჩვენი პოზიციები შევათანხმეთ. უკრაინა მზად არის რეალური ზავისთვის და ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესაქმნელად. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა" | წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ. ის რამდენიმე წუთში პრეზიდენტ ტრამპს შეხვდება. ევროპელი ლიდერები ამ წუთებში თეთრ სახლში მიდიან.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.