ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში – კახა კალაძე საქართველო-თურქეთის მატჩზე

ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში – კახა კალაძე საქართველო-თურქეთის მატჩზე
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველო-თურქეთის მატჩს აფასებს.
“ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე; ვნახეთ მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება. მადლობა გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გატანილი პირველი გოლისთვის!
მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს დღევანდელი დღისთვის! წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო მეტი შემართებით, მეტი მონდომებით წარსდგება. წარმატებები ეროვნულ ნაკრებს და ჩვენს ქვეყანას!”- წერს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, “ევრო 2024-ზე, საქართველო თურქეთთან 3:1 დამარცხდა.
Previous: ჩვენთვის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის აკრძალვის თემა უკავშირდება უპირველეს ყოვლისა იმ თვითმყოფადობის შენარჩუნებას, რომელიც საქართველოს გააჩნია და რომელმაც საქართველო დღემდე მოიყვანა

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.