ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩვენ დიდი ხანია გვესმის, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული დამსახურებაზე დაყრდნობით. დამსახურება სახეზეა - ახლა საჭიროა გადაწყვეტილება - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მოელის, რომ მის მიმართ მოპყრობა იქნება სამართლიანი და არ განმეორდება ის უსამართლობა, რომელიც გასული წლის ივნისში მოხდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ჩვენ დიდი ხანია გვესმის, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული დამსახურებაზე დაყრდნობით. დამსახურება სახეზეა - ახლა საჭიროა გადაწყვეტილება. არანაირი საფუძველი, რომ რაიმე სხვა გადაწყვეტილება იყოს მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით არ არსებობს. მათ შორის ის შიდა დისკუსია, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას შორის არის, არ წარმოადგენს არანაირ ბარიერს, რომ საქართველოს მიმართ იყოს მიღებული დამსახურებაზე დაყრდნობით და არა ერთმანეთის ჯინაზე, რომ ვიღაც რაღაცას არ უჭერს მხარს და ამის გამო სხვამ არ დაუჭიროს მხარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საქართველოს მოსახლეობა მოელის, რომ მის მიმართ მოპყრობა იქნება სამართლიანი და არ განმეორდება ის უსამართლობა, რომელიც გასული წლის ივნისში მოხდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.