ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შემდეგი კვირის შეკრება მიეძღვნება კომპლექსური საკითხების განხილვას, ეს ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ათ ქვეყანას, იმედი მაქვს, მიღებული იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება - თომას მიულმანი

ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, თომას მიულმანი აცხადებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ინიციატივა იყო ისტორიული მომენტი და გადაწყვეტილება:
"საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ინიციატივა იყო ისტორიული მომენტი და გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სვლას ევროპულ გზაზე. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე, საქართველო გამოჩნდა საერთაშორისო ასპარეზზე და ევროპულ ოჯახში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. შემდეგი კვირის გადაწყვეტილება და შეკრება მიეძღვნება რთული და კომპლექსური საკითხების განხილვას - ეს ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ათ ქვეყანას. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მიღებული იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება," - აღნიშნავს ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, თომას მიულმანი.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.