ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,ჩვენ და ყველა ჩვენი თანამოაზრე ერთ მხარეს დაგვტოვა, ვისოლ ჯგუფი კი მეორე, რაც ძალიან დასანანია” - გიორგი ტაბიძე

,,გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვისოლის მარკეტინგის გუნდმა კომპანია დატოვა, რის შემდეგაც ბევრი გვეკითხება მე და Vaska Chubinidze-ს, ჩვენ რა ვქენით."-ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში ბრენდ ,,ჟუჟუნას" თანადამფუძნებელი გიორგი ტაბიძე წერს.
,,კომერსანტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
,,ჩვენ როგორც ბრენდინგ სააგენტო 2.5 წელი ვემსახურებოდით ვისოლ ჯგუფის ბრენდებს. ჩვენი პროექტები იყო ვისოლის და სმარტის რებრენდინგი და მას შემდეგ მოვყვებოდით ამ ბრენდების აქტივაციის პროცესს. მალევე ორი ახალი კონტრაქტიც დაგვემატა, რაზეც ხშირად გაწვდიდით ხოლმე ინფორმაციას.
ამ პერიოდში ამ გუნდის ნაწილი გავხდით და ერთად ბევრი ისეთი მიღწევა გვქონდა, რომელიც ჩვენთვის სულ საამაყო იქნება. გამოცხადებული ნდობისთვის კი მუდამ მადლიერები ვიქნებით.
თუმცა ამ პოლარიზაციის კამპანიამ, სამწუხაროდ, ჩვენ და ყველა ჩვენი თანამოაზრე ერთ მხარეს დაგვტოვა, ვისოლ ჯგუფი კი მეორე, რაც ძალიან დასანანია.
ამიტომ 1 კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვეწყვიტა ჩვენი მიმდინარე 4 კონტრაქტი ამ ჯგუფთან (აქედან 3 ყოველთვიური საკონსულტაციო მომსახურება: ვისოლი, სმარტი, ბიოგრაფი.)
შესაბამისად თუ გინდათ რომ თქვენს მარკეტინგის გუნდს დავემატოთ, გავაძლიეროთ და ერთად შევქმნათ დამატებითი ღირებულება კომპანიის წარმატებისთვის +VAT.
Მოგვწერეთ მე ან ვასოს, საიტიც მალე გვექნება" - წერია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.