ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ტაბატაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვეწყვიტა ჩვენი მიმდინარე 4 კონტრაქტი Wissol ჯგუფთან

"გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვისოლის მარკეტინგის გუნდმა კომპანია დატოვა, რის შემდეგაც ბევრი გვეკითხება მე და Vaska Chubinidze-ს, ჩვენ რა ვქენით.

Ჩვენ როგორც ბრენდინგ სააგენტო, 2.5 წელი ვემსახურებოდით ვისოლ ჯგუფის ბრენდებს. Ჩვენი პროექტები იყო ვისოლის და სმარტის რებრენდინგი და მას შემდეგ მოვყვებოდით ამ ბრენდების აქტივაციის პროცესს. მალევე ორი ახალი კონტრაქტიც დაგვემატა, რაზეც ხშირად გაწვდიდით ხოლმე ინფორმაციას.

ამ პერიოდში ამ გუნდის ნაწილი გავხდით და ერთად ბევრი ისეთი მიღწევა გვქონდა, რომელიც ჩვენთვის სულ საამაყო იქნება. გამოცხადებული ნდობისთვის კი მუდამ მადლიერები ვიქნებით.

თუმცა ამ პოლარიზაციის კამპანიამ, სამწუხაროდ, ჩვენ და ყველა ჩვენი თანამოაზრე ერთ მხარეს დაგვტოვა, ვისოლ ჯგუფი კი მეორე, რაც ძალიან დასანანია.

ამიტომ 1 კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვეწყვიტა ჩვენი მიმდინარე 4 კონტრაქტი ამ ჯგუფთან (აქედან 3 ყოველთვიური საკონსულტაციო მომსახურება: ვისოლი, სმარტი, ბიოგრაფი)" - წერს გიორგი ტაბატაძე სოციალურ სქელში

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.