ჩვენ გვჭირდებოდა უკრაინის იძულება, რათა სწორი საქმეები გაეკეთებინა, ნახეთ პატარა სცენა ოვალურ კაბინეტში, მაგრამ ახლა ისინი სწორ საქმეებს აკეთებენ – ტრამპი

ჩვენ გვჭირდებოდა უკრაინის იძულება, რათა სწორი საქმეები გაეკეთებინა, ნახეთ პატარა სცენა ოვალურ კაბინეტში, მაგრამ ახლა ისინი სწორ საქმეებს აკეთებენ – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მისი კამათი უკრაინაზე ზეწოლის სტრატეგიის ნაწილი იყო.
„ჩვენ გვჭირდებოდა უკრაინის იძულება, რათა სწორი საქმეები გაეკეთებინა. ეს არ იყო მარტივი სიტუაცია. თქვენ ნახეთ პატარა სცენა ოვალურ კაბინეტში, მაგრამ, ვფიქრობ, ახლა ისინი სწორ საქმეებს აკეთებენ და ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, შემდეგ სამშვიდობო შეთანხმებას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, უკრაინისთვის იარაღისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტის შესახებ კითხვაზე პასუხისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ მიუყენებია ზიანი უკრაინის არმიისთვის კურსკის ოლქში.
„მე თუ ვხედავ, რომ ვიღაც აკეთებს რაღაც ცუდს, რაც გამოიწვევს ბევრი ადამიანის სიკვდილს, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მე ვერევი, ეს არის ჰუმანურობა. მე ვერევი ჰუმანურობის გამო, რადგან იქ ბევრი ადამიანი იღუპება“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?