ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა: ვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო არხს, მათ შორის უკრაინის მთავრობასთან, რომ ყაზახეთმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და ლევან ვაშალომიძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს

თინა ბოკუჩავა: ვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო არხს, მათ შორის უკრაინის მთავრობასთან, რომ ყაზახეთმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და ლევან ვაშალომიძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს
"ყაზახეთში ლევან ვარშალომიძის რუსეთის მოთხოვნით დაკავებაზე საქართველოს მთავრობა უნდა რეაგირებდეს სრული განგაშით, ყაზახეთთან, ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან 24 საათიან რეჟიმში მუშაობით, საკუთარი მოქალაქის რუსეთის სრულიად უკანონო და დანაშაულებრივი დევნისგან დასახსნელად.
ამ დროს, სრულიად საპირისპიროდ, რუსეთის საამებლად მუშაობს არა საქართველოს მოქალაქის რუსეთის ტყვეობიდან დასახსნელად, არამედ პოლიტიკური ოპონენტის რუსებისთვის გადასაცემად.
ვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო არხს, მათ შორის უკრაინის მთავრობასთან, რომ ყაზახეთმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და ლევან ვაშალომიძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს," - წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.