არქივი15 თებერვალი, 2025, 16:40
“ჩვენ გვჭირდება რეჟიმის დაუყოვნებლივ სანქცირება” – ჯო უილსონი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

მიუნხენში რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
უილსონი X-ზე წერს, რომ რეჟიმისთვის სასწრაფოდ სანქციებია საჭირო.
“მოხარული ვარ, რომ ვხედავ ჩემს დიდ მეგობარს, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. არალეგიტიმურმა ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები ოქტომბერში და ახლა აქცევს საქართველოს დიქტატურად. ჩვენ გვჭირდება რეჟიმის დაუყოვნებლივ სანქცირება. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზაა წინ!” – წერს ის.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.