სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ გვჭირდება ლიდერები, გვჭირდება მაგარი ქალები, მაგარი პიროვნებები ცოცხალი – ჩვენ გვჭირდება გამარჯვების სული და ეს მოგვცა მზია ამაღლობელმა

მინდა, მივმართო მზია ამაღლობელს. მას ვუთხრა დიდი მადლობა იმისთვის, რაც მან გააკეთა, იმისთვის, რაც მან დღეს გააკეთა, როცა შიმშილობა შეწყვიტა , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილმა „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.
„მინდა, მივმართო მზია ამაღლობელს. მას ვუთხრა დიდი მადლობა იმისთვის, რაც მან გააკეთა, იმისთვის, რაც მან დღეს გააკეთა, როცა შიმშილობა შეწყვიტა. იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ლიდერები, გვჭირდება მაგარი ქალები, მაგარი პიროვნებები ცოცხალი, არ გვჭირდება მსხვერპლი. ჩვენ გვჭირდება გამარჯვების სული და ეს მოგვცა მზია ამაღლობელმა. ეს შემართება საზღვრებს მიღმა გაიტანა, ძალიან ბევრი ადამიანი მას გულშემატკივრობს და ეს გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება, როცა ის იქნება ცოცხლად ჩვენი საზოგადოების ლიდერი, ეს ძალიან გვჭირდება. ძალიან დიდი მადლობა მზია, გისურვებთ სწრაფად გამოჯანმრთელებას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან